რატომ თქვა ჯორდან პილმა “Get Out”-ში თამაშზე უარი

გაუზიარე მეგობრებს!

საშინელებათა თრილერი “Get Out” ეკრანებზე 2017 წლის 24 თებერვალს გამოჩნდა და მალევე დაიპყრო ამ ჟანრის მოყვარულთა გულები. ფილმში მთავარ როლებს დენიელ კალუა, ელისონ ვილიამსი და ლილრეი ჰოვერი ასრულებენ, თუმცა ფილმის პროდიუსერს შონ მაკიტრიკს ძალიან უნდოდა ლილრეის პერსონაჟი რობი ჯორდან პილს ეთამაშა, თუ რატომ თქვა მსახიობმა უარი, იხილეთ პოსტში.
ფილმში TSA-ს აგენტი რობი აფრთხილებს თავის მეგობარს, რომ შეეშვას თავის თეთრკანიან შეყვარებულს და არ გაჰყვეს მას მშობლების სახლში მათ გასაცნობად, თუმცა კრისი მეგობარს არ უჯერებს და დიდ შარშიც ეხვევა. ჰიპნოზის ხელოვნება, ერთგვარი რასიზმი და თრილერი დეტექტიური დეტლებით – ეს ის თემებია, რომლებმაც ფილმი ასეთი საინტერესო და ყურებადი გახადეს.

საშინელებათა ფილმის “Geo Out“-ის პროდიუსერი შონ მაკიტრიკი აცხადებს, რომ მას სურდა ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი (რობი, რომელიც ლილრეიმ ითამაშა) ჯორდანს პილს შეესრულებინა: “ჩვენ ვაიძულებდით, უფრო სწორად, ვარწმუნებდით მას, რომ ეთამაშა ეს როლი, თუმცა უშედეგოდ” – აცხადებს პროდიუსერი ხუმრობით.

ჯორდან პილი ცნობილია კომედიური სერიებით და მისი თქმით, ზუსტად ამის გამო შეიკავა თავი როლზე: “როცა მაყურებელი მე მიხილავდა, ისინი ფილმს სერიოზულად არ აღიქვამდნენ”.

მიუხედავად იმისა, რომ პროდიუსერის ხვეწნამ არ გაამართლა და რობის როლი ლილრეიმ შეითავსა, ფილმს ინტერესი და ყურებადობა არ დაჰკლებია, მეტიც, ლილრეი ჰოვერი როლს მშვენივრად მოერგო და ჰორორს ერთგვარი კომედიური ხასიათიც შესძინა.