ცხრა დაწყევლილი ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

საშინელებათა ჟანრი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც დიდებში, ასევე მოზარდებში. აფასებენ ფილმის სპეციფიკას, შინაარსს, სპეცეფექტებსა და სხვ. მაგრამ მოდით ვნახოთ რა ხდებოდა რეალურად გადასაღებ მოედანზე და რატომ შეირაცხა ზოგიერთი ფილმი დაწყევლილად.

1.ყვავი (1992)
ფილმი 1992 წელს გადაიღეს და მასში მთავარ როლს ბრენდონ ლი ასრულებდა. მსახიობი ფილმის გადაღებების დასრულებამდე 8 დღით ადრე დაიღუპა, რადგან იარაღში ყალბი ტყვიის ნაცვლად ნამდვილი აღმოჩნდა. ფილმის გადაღების გაგრძელების დროს ასევე დაიღუპა ტრიუკების ცნობილი დამდგმელი რკ აკერსტრიმი, რომელსაც აფეთქების დროს გამოსროლილი ნამსხვრევი მოხვდა.

 

 

2.წყევლა (2013)
ფილმს კინოთეატრებში გამოსვლისთანავე, ბევრი მაყურებელი ჰყავდა და რადგან მისი ყურებისგან დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა იმატა, კინოთეატრებში სპეციალურად მიჰყავდათ მღვდელი, რათა დაელოცა და დაემშვიდებინა მაყურებელი.

 

 

3.დაწყევლილი ზარდახშა (2012)
უცნობი მიზეზით დაიწვა ფილმის გადასაღები მოედანი, ხოლო მსახიობებს, ისევე, როგორც მაყურებლებს, ხშირად ელანდებოდათ და ესიზმრებოდათ უცნაური რაღაცები, მათ შორის სულები.

 

 

4.ამიტივილის მოჩვენება (1976)
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, თუმცა მთავარი როლის შემსრულებელს მისი რეალურობის ნაკლებად სჯეროდა, საშინელი ინციდენტის შემდეგ კი ის ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

 

 

5.ეგზორცისტი (1973)
ფილმის ყურებამ იმსხვერპლა ათი ადამიანი, მათ შორის ორი მსახიობი, რომლებიც ამ ფილმში თამაშობდნენ. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გადაღებების დროს იმავე ქუჩაზე მდგარ ეკლესიას მეხი დაეცა.

 

 

6.ფსიქო (1960)
გადაღებების შემდეგ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი მარია ჯონსი ჰიტჩკოკის ფილმებზე გაფანატებულმა ადამიანმა მოკლა.

 

 

7.როზმარის ბავშვი (1968)
გადაღებების დასრულების შემდეგ, ფილმის კომპოზიტორი უცნაური თავის ტვინის დაავადებით გარდაიცვალა, ხოლო ერთ-ერთ მსახიობი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა.

 

 

8.ომენი (1976)
მსახიობი გრეგორი პეგი სასწაულებრივად გადაურჩა ავიაკატასტროფას. ფილმის გადაღებების დასრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე მისმა შვილმა თავი მოიკლა, ხოლო ფილმის სცენარისტის სასტუმრო გადაღებების დროს აფეთქდა.

 

 

9.პოლტერგეისტი (1982)
ფილმის ერთი მსახიობი სეყვარებულმა მოკლა, მეორე ავარიაში დაიღუპა გადაღებების დასრულებიდან ძალიან მოკლე დროში. წყევლას ადამიანები იმით ხსნიან, რომ ფილმში რეალური ადამიანის ჩონჩხია გამოყენებული.