ზაფხული მხოლოდ გასართობად არაა – დოკუმენტური ფილმების ათეული

გაუზიარე მეგობრებს!

1.”სიცარიელესთან შეხება” – ცნობილი ალპინისტის ჯო სიმპსონის ბესთსელერის ეკრანიზაცია, რომელიც მოგვითხრობს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი რეალური ისტორიის შესახებ. წიგნში აღწერილია სიმპსონის და მისი მეგობარი საიმონ იეთსის ასვლა პერუს ანდების ერთ-ერთ მწვერვალზე 1985 წელს. ახალგაზრდა ამბიციურმა ალპინისტებმა გადაწყვიტეს შორეული სიულ გრანდეს დასავლეთ ქედი დალაშქრონ, რომლის სიმაღლეც 7000 მეტრია. დღეს სიმპსონი და იეთსი ერთად ბრუნდებიან მოვლენების ადგილზე, რათა თავიანთი თავგადასავალი გვიამბონ…

 

2.”ერთი სიცოცხლე” – დოკუმენტური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ ცხოველები ოჯახურ კავშირებს გადარჩენისთვის…

 

3.”დათვები” – დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ალიასკელი დედა დათვისა და მისი ახალდაბადებული ბელების ცხოვრებაზე გადარჩენისთვის, როცა გარშემო უამრავი საფრთხეა და მათ შიმშილისგან სიკვდილი ემუქრებათ…

 

4.”პინა” – პინა – დოკუმენტური ფილმი 2009 წლის ზაფხულში გარდაცვლილი ლეგენდარული გერმანელი მოცეკვავის და ქორეოგრაფის პინა ბაუშის შესახებ…

 

5.”წყალდიდობამდე” – ხედვა – როგორ იცვლება კლიმატი, როგორ მოქმედებს იგი გარემოზე და რა შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს ეკოსისტემის გადასარჩენად პლანეტაზე…

 

6.”ცხოვრება ერთ დღეში” – ადამიანების გულახდილი საუბრები დედამიწაზე ცხოვრების ერთ დღეზე. ცალკეული ადამიანების მონაყოლი, თავიანდ პირად ცხოვრებაზე, აერთიანებს და გვაჩვენებს მსოფლიო საზოგადოების ყოფას. სასაცილო და სევდიან,ტრაგიკულ და ოპტიმისტურ მონათხრობებს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ბევრი საერთო აქვს, მიუხედავად უზარმაზარი გეოგრაფიული დაშორებებისა.კადრები აწყობილია მოქმედი გმირების პასუხებით იმ კითხვებზე, რომელთაც მათ უსვამენ: რა გაქვთ ჯიბეში? რისი გეშინიათ? რა გიყვართ და ა.შ.

 

7.”ღრმა ქსელი” – დოკუმენტური ფილმი რომელიც იძიებს ახალი ინტერნეტის – დაშიფრული, სახიფათო და უცნობის, წარმოქმნის საკითხს…

 

8.”ნადირობის ზონა” – დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ამერიკულ კამპუსებში გაუპატიურების თემაზე. ამ ფაქტების დამალვაზე, რომელსაც სტუდენტებისა და მათი ოჯახებისათვის კატასტროფული შედეგები ჰქონდა…

 

9.”დედამიწელები” – დოკუმენტური ფილმი ეძღვნება ადამიანების მიერ ცხოველებისადმი სასტიკ დამოკიდებულებას.

 

10.”უკანასკნელი ლომები” – დოკუმენტური ფილმი ლომების ოოჯახზე. განდევნილმა ლომმა და მისმა ორმა ბოკვერმა უნდა იბრძოლონ გადარჩენისათვის, ამისათვის კი ერთადერთი გამოსავალია გაიქცნენ კუნძული დუბადან…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.