ჯესიკა ჩასტინის საუბრები სიშიშვლეზე

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

მოლის თამაში“–ს ვარსკვლავი ჯესიკა ჩასტინი ალაპარაკდა მის დამოკიდებულებაზე სიშიშვლესთან მიმართებაში.

მსახიობმა Vouture-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ აქვს პრობლემა სიშიშვლესთან დაკავშირებით, თუმცა არ მოსწონს, თუ როგორ იყენებენ ამას ჰოლივუდში. ის ამბობს, რომ სიშიშვლესთან დამოკიდებულება განსხვავდება ევროპულ და ამერიკულ ფილმებში.

“სიშიშვლესთან პრობლემები არ მაქვს, მით უმეტეს იმ უამრავ ევროპულ ფილმში, რომელსაც ვაღმერთებ, მაგრამ სიშიშვლის საკითხი ამერიკულ ფილმებში ყოველთვის მაწუხებდა და გავარკვიე რატომაც – ჩემთვის არაკომფორტულია, როცა გაშიშვლება ადამიანის პირადი გადაწყვეტილება არაა და მას უბრალოდ უწევს გახდა. ამ შემთხვევაში საქმე მსხვერპლთან გვაქვს. ეს სიშიშვლე საზოგადოებას აფიქრებინებს, რომ ნებისმიერი სხეული შეიძლება მზად იყოს გაშიშვლებისთვის, თუმცა, ჩემი აზრით, ეს შეცდომაა. მე მიყვარს ადამიანური ფორმები, შიშველი ქალი, შიშველი კაცი, ეს ჩემთვის რაღაც საოცრებაა…” – ამბობს მსახიობი.

ჯესიკას ჰქონდა სცენა ალ პაჩინოსთან, სადაც ის სალომეს როლს ასრულებს და შიშველი ცეკვავს, როგორც მსახიობი აცხადებს, მას ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია, რადგან წაიკითხა წიგნიც, რომლის მიხედვითაც ფილმი შეიქმნა და ჩასწვდა სალომეს შიშველი ცეკვის საიდუმლოს.