“ჯონ ვიკი 3” – ოფიციალური თაითლი

გაუზიარე მეგობრებს!

უცნობი აღარავისთვისაა, რომ ჯონ ვიკის მესამე ნაწილში კიანუ რივზი ისევ უბრუნდება მთავარ როლს. ფილმის პრემიერა 2019 წლის 17 მაისს იგეგმება. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა ფილმის თაითლი – Parabellum.

კიანუ ხსნის, თუ რატომ ჰქვია ასე ფილმის მესამე ნაწილს: “ომისთვის მზადება. ეს ცნობილი ფრაზის ნაწილია – Si vis pacem, para bellum – თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის მოემზადე.”

როგორც ჩანს, მესამე ნაწილში ჯონ ვიკი ომში ერთვება, რომლის შედეგებიც ყველას გააკვირვებს.