რატომ უნდა ნახოთ “მაუგლი”? – 5 მიზეზი + ვიდეო

გაუზიარე მეგობრებს!

,,მაუგლი: ჯუნგლების ლეგენდა” 2018 წლის ფილმია, რომელშიც ნაჩვენებია მგლების ხროვაში გაზრდილი ბიჭის, მაუგლის ცხოვრება. მისი მშობლები ბოროტმა ვეფხვმა დაგლიჯა, რითაც ჯუნგლების მთავარი კანონი დაარღვია. მის თანახმად, ადამიანთა მოკვლა არ შეიძლება. შემთხვევით გადარჩენილი მაუგლი პანტერა ბაგირამ იპოვა და მგლებს წაუყვანა. შერხანი ჯუნგლებიდან გააძევეს და ბიჭის მოკვლის საშუალება არ მისცეს. წლების განმავლობაში მაუგლის, სხვა მგლებთან ერთად, ბალუ წვრთნიდა და ტყეში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ამზადებდა.

ერთ ავბედით დღეს ჯუნგლებში ვეფხვი ბრუნდება…

რატომ უნდა ნახოთ “მაუგლი“? – გთავაზობთ 5 მიზეზს

  1. ბრწყინვალე გრაფიკული ნამუშევარი

თუ თქვენ ესთეტი ხართ, გიყვართ ბუნება და ასევე, მიგაჩნიათ, რომ ფილმს ლამაზი კადრები ამშვენებს, ,,მაუგლი” ძალიან მოგეწონებათ. როგორც ჩანს, გრაფიკოსებმა დრო და ენერგია არ დაიშურეს, რომ ინდოეთის ჯუნგლები მაქსიმალური რეალურობით წარმოეჩიანათ, ისევე როგორც თითოეული პერსონაჟი. რთული დასაჯერებელია, რომ ბაგირა, ბალუ, კა და სხვა ცხოველები მხოლოდ გრაფიკული ნამუშევარია.

2. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორია

მაუგლი რეალურად არსებობდა. ერთ-ერთი ექსპედიციისას მონადირეებმა და მკვლევრებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ველური ბიჭი და თან წაიყვანეს, თუმცა ადამიანებს შორის დიდხანს ვერ გაძლო და გარდაიცვალა.

3. სიუჟეტის საინტერესოდ განვითარება

თუ ფილმები მარტივად გბეზრდებათ და ზოგჯერ შუაშიც კი აპაუზებთ, ,,მაუგლის” ყურებისას გაოცდებით. ეკრანს ვერ მოსწყდებით, რადგან სიტუაციები სწრაფად იცვლება: მაუგლი ხან შეჯიბრებაში იღებს მონაწილეობას, ხან სახლიდან გარბის, ხანაც იტაცებენ… მოკლედ, მის თავგადასავლებს ბოლო არ უჩანს. რაც მთავარია, მოვლენები დინამიკური და თანმიმდევრულია.

4. დიალოგები

ფილმის დიალოგები საკმაოდ ღრმაა. რეჟისორი
ფრთხილად და დელიკატურად ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: თითგამორკვევა, ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირება, განსხვავებულის ჩაგვრისკენ ან უარყოფიკენ მიდრეკილება, შურისძიების ფენომენი, მოძველებული წეს-ჩვეულებები, კოჰაბიტაცია, პროგრესის აუცილებლობა და ა.შ. ყოველივე ეს ასახულია დიალოგებში.

5. მორალი

სიკეთე ყოველთვის სძლევს ბოროტებას; ძველ თაობას ახალი შეცვლის (და მართლა ,,ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა.”); სიახლეების ქარი რომ დაუბერავს, არ უნდა შეგეშინდეს, გულის კარი უნდა გაუღო და დაფიქრდე, შეგიძლი თუ არა მისი გამოყენება; ადამიანი ბუნებისგან განუყოფელია, ისევე როგორც ბუნებას სჭირდება ადამიანი… თითოეული ჩვენგანი გადის ბეწვის ხიდზე სწორსა და არასწორს შორის, არჩევანი მხოლოდ ჩვენზეა; ადამიანის თითოეული საქციელი ბუმერანგია, ამიტომ ადრე თუ გვიან უკან გვიბრუნდება და სამართლიანობა იმარჯვებს… – ამ და სხვა მორალურ საკითხებზე დაგაფიქრებთ ,,მაუგლი.”

ბონუსად 6 : movie.ge-ს გახმოვანება.

თუ თქვენ ეჭვისთვალით უყურებთ ქართულად გახმოვანებულ ფილმებს (როგორც მე ვუყურებდი), დისკომფორტს გიქმნით არასწორი თარგმანი, გაღიზიანებთ პერსონაჟების ხასიათის უგულებელყოფა, დამახინჯებულად გამოთქმული ასოები (თუნდაც რბილი ,,ლ”), ამიტომ ფილმის ორიგინალში ნახვას ამჯობინებთ ან ელოდებით რუსულ თარგმანს, გირჩევთ, ქართულად ჩართოთ ,,მაუგლი” და ისიამოვნოთ…

გაეცანით movie.ge-ს მიერ გახმოვანებულ თრეილერს:

მაუგლი ნახეთ აქ