ბრედ პიტი პირველ ცოლთან, ჯენიფერ ენისტონთან ბრუნდება?!

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

www.usmagazine.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა ურთიერთობა აღადგინეს.

სრულიად მოულოდნელად, 9 თებერვალს (შაბათს) ბრედ პიტი ყოფილი ცოლის დაბადების დღეზე გამოცხადდა (შეგახსენებთ, რომ ჯენიფერი 50 წლის გახდა) Sunset Tower Hotel – ში. მისმა გამოჩენამ გააოცა დამსწრე საზოგადოება – სანდრა ბალოკი, ქეით ჰადსონი, ამალ კლუნი, დემი მური, ჯონ მაიერი (ჯენიფერ ენისტონის ყოფილი) , კეტი ფერი, ბარბარა სტრეიზანდი, გვინეტ პელტროუ (ბრედ პიტს მასთანაც ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც კრახით დასრულდა) და ა.შ.

www.usmagazine.com– ის წყარო ირწმუნება, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ოჯახის დანგრევის შემდეგ, ყოფილმა ცოლ-ქმარმა მალევე აღადგინა ურთიერთობა და ჩუმად შეხვედრა დაიწყო.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, იუბილარი სახლში სწორედ ბრედმა გააცილა. გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომშარლიზ ტერონისა და ბრედ პიტის ურთიერთობის შესახებ ჭორი, მხოლოდ საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად გაავრცელა თავად პიტმა.