15 გენიალური ფილმი, რომლებმაც ოსკარი ვერ მოიგეს

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

„შავი გედი“, „კაპოტე“, „კრავთა დუმილი“ – ამ ოსკაროსან ფილმებზე ბევრი თქმულა და იშვიათად თუ იპოვით ადამიანს, რომელსაც ისინი ნანახი არ აქვს, მაგრამ ამ გენიალური ფილმების ჩრდილქვეშ არის ისეთი შედევრები, რომლებსაც ოსკარი უბრალოდ „არ ეღირსათ“. 
კრიტიკოსებისგან განსხვავებით, მათ აღიარებს მაყურებელი და ჯილდოების არქონის მიუხედავად, საყვარელ ფილმთა ნუსხაში მოიაზრებს.

15. “Psycho”/ ფსიქო

სია ალფრედ ჰიჩკოკის გენიალური ფილმით უნდა გაიხსნას, რადგან მისი აქ მოხვედრა ბევრს ისევე გააოცებს, როგორც თავის დროზე, ფილმის ყურების დროს, მისმა დასასრულმა გააკვირვა. ის ოსკარზე 4 ნომინაციაში იყო წარდგენილი. სამწუხაროდ, მას კრიტიკოსებმა საუკეთესო ფილმის ტიტული არ არგუნეს. უყურეთ ონლაინ

14. “Some Like It Hot”/  ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან

1959 წლის ამ ფილმისა და მთავრი როლის შემსრულებლის სახელი ყველამ ვიცით. იდეალური მერლინ მონროსა და არაჩვეულებრივი რეჟისურის მიუხედავად ეს ფილმიც ოსკარის გარეშე დარჩა. უყურეთ ონლაინ

13. “4 Months, 3 Weeks and 2 Days”/ 4 თვე, 3 კვირა და 2 დღე

ამ რუმინულმა ფილმმა, რომელმაც მსოფლიოს არაერთი ქალის გულში შეაღწია, კრიტიკოსთა სიმპატია დიდად ვერ დაიმსახურა, რადგან მიუხედავად იმისა,რომ 2008 წელს ოქროს გლობუსზე ნომინირებული იყო, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, მან ამ ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო.  უყურეთ ონლაინ

12. “The Third Man” /მესამე კაცი

მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მთავარი გმირი, რომლის როლსაც ორსონ უელსი ასრულებს, ემოციების გარეშე მაყურებელს არ ტოვებს და არც ოსკარი დაუტოვებია ჯილდოს გარეშე. მსახიობმა პრიზი შავ-თეთრი სინემატოგრაფიში საუკეთესო მსახიობი კაცის როლის შესრულებისთვის დაიმსახურა, თუმცა თავად ფილმს ოსკარი არ აქვს.

11. “Hoop Dreams” /კალათბურთზე ოცნება

ნამდვილი ამბის მიხედვით გადაღებული ეს დოკუმენტური ფილმიც ოსკარის გარეშეა.

10.”North by Northwest” /ჩრდილოეთისკენ ჩრდილოეთიდან

ჰიჩკოკის კიდევ ერთი კლასიკა ოსკარზე რამდენიმე ნომინაციაში წარადგინეს: სცენარისტი, რეჟისორი, მუსიკა. უყურეთ ონლაინ

9.”Pan’s Labyrinth”  /ფავნის ლაბირინთი

სანამ დელ ტორო გასულ წელს „წყლის ფორმას“ წარადგენდა და ოსკარსაც დაიმსახურებდა, „ფავნის ლაბირინთი“ 6-ჯერ იყო ნომინირებული. უყურეთ ონლაინ

8. “Dumbo” /დამბო

ის არასდროს ყოფილა ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო ანიმაციური ფილმი. უყურეთ ონლაინ 

7. “Touch of Evil”/ ბოროტების კვალი

ორსონ უალასის ეს ფილმი ოსკარის არცერთ ნომინაციაში წარდგენილი არ ყოფილა.

6.”Pinocchio”/  პინოქიო

დელ ტოროს „ნეთფლიქსის“ ამ რიმეიკმა ოსკარი საუკეთესო სიმღერისთვის დაიმსახურა, თუმცა თავად ანიმაცია ოსკარის გარეშეა. უყურეთ ონლაინ  

5.  “Singin’ in the Rain”/ წვიმის ქვეშ მომღერალი

დები რეინოლდსისა და გენი კელის იდეალური პარტნიორობის მიუხედავად ამ ფილმს საუკეთესო მიუზიკლისთვის ოსკარი არ გადაეცა. უყურეთ ონლაინ

გაინტერესებთ დანარჩენი ფილმები? ეწვიეთ ,,მარაოს”.