ვინ არის 11 წლის ბიჭი, რომელსაც კარლ ლაგერფილდის ქონების ნაწილი დარჩება

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

19 თე­ბერ­ვალს ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, Chanel-ის მო­დის სახ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი კარლ ლა­გერ­ფილ­დი გარ­და­იც­ვა­ლა. მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ერთ-ერთი მთა­ვა­რი კი­თხვაა, ვის დარ­ჩე­ბა 85 წლის დი­ზა­ი­ნე­რის 400 მი­ლი­ონ ევ­როდ შე­ფა­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა. ამ ქო­ნე­ბის მემ­კვიდ­რე­ე­ბი კი სა­ვა­რა­უ­დოდ, დი­ზა­ი­ნე­რის ბირ­მუ­ლი კატა შუ­პე­ტი და 11 წლის ნათ­ლუ­ლი ჰადსონ კრო­ე­ნი­გი გახ­დე­ბი­ან.

შუ­პე­ტი, რო­მე­ლიც უამ­რავ რეკ­ლა­მა­ში გა­და­ი­ღეს, ლა­გერ­ფილდს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და.

“ის ჩემი სამ­ყა­როს ცენ­ტრია, მის მოძ­რა­ო­ბა­ში რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულს ვხე­დავ. მისი ელე­გან­ტუ­რო­ბა ჩემი შთა­გო­ნე­ბის წყა­როა” – ამ­ბობ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში დი­ზა­ი­ნე­რი საყ­ვა­რე­ლი კა­ტის შე­სა­ხებ.

მი­უ­ხე­და­ვად შუ­პე­ტის სიყ­ვა­რუ­ლი­სა, ლა­გერ­ფილ­დის ერთ-ერთ მთა­ვარ მემ­კვიდ­რედ მა­ინც 11 წლის ჰადსონს მი­იჩ­ნე­ვენ. საფ­რან­გე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ლა­გერ­ფილდს არ ჰქონ­და უფ­ლე­ბა მთე­ლი ქო­ნე­ბა ცხო­ვე­ლის­თვის და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ჰადსო­ნის­თვის მემ­კვიდ­რე­ო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ის ვერ გან­კარ­გავს ქო­ნე­ბას, სა­ნამ სრულ­წლო­ვა­ნი არ გახ­დე­ბა.

ჰადსო­ნი ცნო­ბი­ლი მო­დე­ლის და ლა­გერ­ფილ­დის მუ­ზის – ბრედ კრო­ე­ნი­გის შვი­ლია. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ლა­გერ­ფილ­დი პა­ტა­რა ჰადსონ­ში სა­კუ­თარ თავს ხე­დავ­და.

უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სწო­რედ ლა­გერ­ფილ­დის წყა­ლო­ბით მი­აღ­წია ბრედ კრო­ე­ნიგ­მა წარ­მა­ტე­ბას. დი­ზა­ი­ნერს სურ­და ოჯა­ხი ჰყო­ლო­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გად ექ­ცე­ო­და ბრედს და მის მე­უღ­ლეს ნი­კოლს, ხოლო მას შემ­დეგ, რაც პა­ტა­რა ჰადსო­ნი და­ი­ბა­და, ლა­გერ­ფილდს შეს­თა­ვა­ზეს, რომ ის გამ­ხდა­რი­ყო ბი­ჭის ნათ­ლია.

Chanel-ის მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და ჰადსო­ნის წარ­მა­ტე­ბის­თვის. ხში­რად ხუმ­რო­ბით იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ ჰადსო­ნი Chanel-ის პო­დი­უმ­ზე გა­ი­ზარ­და. ბიჭს „პო­დი­უ­მის პრინ­ცი“ შე­არ­ქვეს, ის წლე­ბია ჩვე­ნე­ბებ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. პირ­ვე­ლად ჰადსო­ნი პო­დი­უმ­ზე 2 წლის ასაკ­ში მა­მას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა.

„ზუს­ტად არ მახ­სოვს რო­დის შედ­გა ჩემი დე­ბი­უ­ტი, ალ­ბათ ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ახლა თავს კარ­გად ვგრძნობ“, – ამ­ბობს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ლა­გერ­ფილ­დის ნათ­ლუ­ლი.

მო­ამ­ზა­და ეკა გა­და­ხა­ბა­ძემ

წყარო ambebi.ge