,,ავრორა“: რეალური ფაქტები შემზარავი ფილმის მიღმა – როგორ მოკლეს ცემით 10 წლის გოგონა მამამ და დედინაცვალმა?

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

იხილეთ ფილმი

ავრორა განიონის ამბავმა თავის დროზე მართლაც მსოფლიო შეძრა. მოგვიანებით ამ ამბავზე ფილმები გადაიღეს და 2005 წელს გადაღებული სურათი ალბათ ბევრ თქვენგანსაც უნახავს. თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეს ისტორია ნამდვილად მოხდა და ეს ბავშვი – უფროსების მიერ ნაწამები და მოკლული 10 წლის გოგონა, მართლა არსებობდა.

დღეს, როცა კვლავაც ხდება, სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები, ავრორა განიონის ამბავი ისევ და ისევ აქტუალურია და ყველაზე მეტად იმის გასააზრებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს საზოგადოების აქტიურობა და არა გულგრილად, შორიდან ყურება იმისა, თუ რა სისასტიკე ხდება შენ გვერდით.

ავრორა, იგივე მარია-ავრორა-ლუსიენ განიონი კვებეკში, კანადაში იყო დაბადებული 1909 წელს. პატარა სოფელში ცხოვრობდა და თავისი დედინაცვლის – მარი-ენ უდის და მამის – ტელესფორ განიონის ძალადობის მსხვერპლად იქცა. გარდაიცვალა ინფექციით, რომელიც გამოიწვია მრავლობითმა ჭრილობებმა მის სხეულზე.

იხილეთ ფილმი

მართალია, მსგავსი შემთხვევები იმ დროის კანადის სოფლებში და სხვაგანაც ხშირად ხდებოდა, როცა მშობლები ასე უსწორდებოდნენ “ურჩ” შვილებს, ავრორას ამბავმა ყველაფერი შეცვალა. ეს იქცა ყველაზე მძიმე დრამად, რომელმაც კვებეკელების კოლექტიური ცნობიერება შეძრა. ამ ამბავზე იდგმებოდა სპექტაკლები, იღებდნენ ფილმებს და მისი საკუთარი სოფელი ფორტიევილიც ამ ამბის შემდეგ გახდა სახელგანთქმული. ეს ამბავი იქცა საჩვენებლად, სამაგალითოდ იმ არემარეში და როგორც ამბობენ, ადამიანებზე უდიდესი გავლენა მოახდინა.

ავრორას სამი და-ძმა ჰყავდა. დედას ნაადრევა ასაკში დაემართა ტუბერკულოზი. სწორედ ამ პერიოდში, როდესაც ის სამკურნალოდ გადაიყვანეს, მდიდარი ფერმერის ტელესფორის ოჯახში მისი ბიძაშვილის ცოლი – მარი ანი გადმოვიდა საცხოვრებლად, თავისი ორი შვილით. ამ 30 წლის ქალს ქმარი და რამდენიმე შვილი ჰყავდა უკვე გარდაცვლილი. სწორედ მისი ამ სახლში გადმოსვლიდან იწყება დრამატული ამბები. 

იხილეთ ფილმი

თავდაპირველად ავრორას ორი ძმა მოულოდნელად იპოვეს გარდაცვლილები და ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა სოფელში ხმა, რომ მათ გარდაცვალებაში დედინაცვლის ხელი ერია. თუმცა არაფერი არ დადასტურებულა.

1918 წელს ავრორას დედა საავადმყოფოში გარდაიცვალა და ტელესფორმა ბიძაშვილის ქვრივზე იქორწინა. 
ავრორა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში იყო უწყვეტი ძალადობის მსხვერპლი. არა მხოლოდ დედინაცვლის, არამედ მამის მხრიდანაც. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, მას არა მხოლოდ ცემდნენ, დედინაცვალი აიძულებდა სხვადასხვა დამამშვიბელები წამლების მიღებას. მორიგი ძლიერი წამების შემდეგ გოგონა კვებეკის საავადმყოფოში მოხვდა – მას ფეხი გავარვარებული ღუმელის საჩხრეკით ჰქონდა დამწვარი… სამწუხაროდ, მკურნალობის შემდეგ ისევ სახლში დააბრუნეს. 

mshoblebi


1920 წლის 12 თებერვალს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და საქმეში სამართალდამცველები ჩაერთნენ. ექიმმა ცხედარი გაკვეთა და სხეულზე 54 სისხლჩაქცევა აღმოაჩინა, ყველაზე მძიმე კი თავის ქალაზე მიყენებული ტრავმა იყო. გოგონა ცემისგან იყო ძალაგამოცლილი, თითებზე და მტევნებზე კანი ჰქონდა გადაცლილი და ძვლები უჩანდა, სისხლი მოეწამლა ინფექციისგან, რომელიც ჭრილობებმა გამოიწვია – სიბინძურეში, მარტოკა ეგდო სხვენში და გამუდმებული ძალადობის მსხვერპლი გახლდათ, რომლის შესახებაც სოფელში ყველამ იცოდა, თუმცა ვერავინ ერეოდა საქმეში.

იხილეთ ფილმი

ავრორას დედინაცვალი და მამა მის დაკრძალვაზე, ეკლესიიდან გამომავალნი დააპატიმრეს. მერი-ენს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით 15 წლით პატიმრობით შეუცვალეს და 1935 წელს სულაც გაათავისუფლეს – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მას თავის ტვინისა და მკერდის სიმსივნე ჰქონდა. ერთ წელიწადში გარდაიცვალა კიდეც. 

ტელესფორს თავდაპირველად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა ციხეში კარგი მოქცევის გამო ხუთ წელიწადში გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, ჩვეული საქმიანობა განაგრძო და მერი-ენის გარდაცვალების შემდეგ მესამედაც იქორწინა. 1961 წელს გარდაიცვალა. 

ავრორას უფროსმა დამ მარი-ჟანამ 1986 წლამდე იცოცხლა, ძმა – ჟორჟ-ეტიენმა კი 2005 წლამდე. 

ფილმის “ავრორა” თრეილერი:

მოამზადა ლელა ზურებიანმა