მაიკლ ჯექსონმა საძინებელში საქორწინო ცერემონია დადგა და პატარა ბიჭს ბეჭედი გაუკეთა?! – სკანდალური აღიარება

გაუზიარე მეგობრებს!

მა­იკლ ჯექ­სო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 10 წლის შემ­დეგ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ქსელ­მა HBO პოპ­მუ­სი­კის მე­ფე­ზე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო მას­შტა­ბით დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია.

ფილ­მი Leaving Neverland („წას­ვლა „ნე­ვერ­ლენ­დი­დან“) უეიდ რობ­სო­ნი­სა და ჯე­იმს სე­იფ­ჩა­კის ის­ტო­რი­ებ­ზეა აგე­ბუ­ლი, მათ პოპ­ვარ­სკვლა­ვი ბავ­შვო­ბის ასაკ­ში გა­იც­ნეს და ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ჯექ­სონ­მა მათ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად რამ­დენ­ჯერ­მე იძა­ლა­და.

4 სა­ა­თი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი დენ რიდ­მა გა­და­ი­ღო და პრე­მი­ე­რა გა­სულ თვეს შედ­გა.

ჟურ­ნა­ლი People ფილ­მი­დან 5 ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ წერს.

1. სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა ბავ­შვებ­ზე მცი­რე ასა­კი­დან და­ი­წყო

ჯე­იმს სე­იფ­ჩა­კი

40 წლის სე­იფ­ჩა­კი ამ­ბობს, რომ ჯექ­სო­ნი 1986 წელს, „პეპ­სის“ რეკ­ლა­მის გა­და­ღე­ბი­სას გა­იც­ნო. მისი მტკი­ცე­ბით, პოპ­მომ­ღე­რალ­მა ბიჭი და მისი ოჯა­ხი მუ­სი­კა­ლუ­რი ტურ­ნეს დროს თან წა­იყ­ვა­ნა, სა­დაც მათ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის სახე მი­ი­ღო. სე­იფ­ჩა­კის მტკი­ცე­ბით, ჯექ­სო­ნი მას მას­ტურ­ბი­რე­ბას ას­წავ­ლი­და.

რობ­სო­ნი, რო­მე­ლიც ახლა 36 წლი­საა, ფილმში ჰყვე­ბა, რომ პოპ­მომ­ღე­რა­ლი 5 წლი­სამ გა­იც­ნო, რო­დე­საც ცეკ­ვის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ჯილ­დოდ სამ­შობ­ლო­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში მა­იკლ ჯექ­სო­ნის კონ­ცერ­ტზე მას­თან შეხ­ვედ­რა მი­ი­ღო.

რო­დე­საც 8 წლის გახ­და, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში დას­ვე­ნე­ბის დროს ოჯა­ხი ჯექ­სონს კვლავ შეხ­ვდა. რობ­სო­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ ჯექ­სონ­მა სთხო­ვა ოჯახს, ბავ­შვი მას­თან დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მშობ­ლე­ბი კი სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­ვიდ­ნენ.

სწო­რედ ამ დროს, რობ­სო­ნის მტკი­ცე­ბით, მომ­ღე­რალს მას­თან ორა­ლუ­რი სექ­სი ჰქონ­და, შემ­დეგ კი უთხრა, რომ მათი შეხ­ვედ­რა “ღმერ­თის ნება იყო”.

2. ჯექ­სონ­მა ბავ­შვთან „ქორ­წი­ნე­ბა დად­გა“

ჯექ­სო­ნი და სე­იფ­ჩა­კი

სე­იფ­ჩა­კი ფილმში აცხა­დებს, რომ ჰქონ­და ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლით სავ­სე ყუთი, რო­მე­ლიც მა­იკლ ჯექ­სონ­მა აჩუ­ქა. სამ­კა­ულს შო­რის იყო ოქ­როს ბე­ჭე­დიც.

„თით­ქოს და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი ვი­ყა­ვით, სა­ძი­ნე­ბელ­ში ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლიც კი დად­გა,“ – ამ­ბობს ჯე­იმ­სი.

3. ჯექ­სო­ნი სე­იფ­ჩაკს ას­წავ­ლი­და, რო­გორ უნდა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბის და­მალ­ვა

ჯე­იმ­სის თქმით, რო­დე­საც სას­ტუმ­რო­ებ­ში იყ­ვნენ, მომ­ღე­რა­ლი ას­წავ­ლი­და, რო­გორ ჩა­ეც­ვა სა­მო­სი და სწრა­ფად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი­ყო, თუ ვინ­მე კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნებ­და.

„ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, არა­ვის გა­მო­ვე­ჭი­რეთ. ეს ძა­ლი­ან დიდი სა­ი­დუმ­ლო იყო. მე­უბ­ნე­ბო­და, რომ თუ ვინ­მე გვი­პო­ვი­და, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა დამ­თავ­რდე­ბო­და“ – ამ­ბობს სე­იფ­ჩა­კი.

იმა­ვეს აცხა­დებს რობ­სო­ნიც :

„მი­თხრა, რომ თუ ვინ­მე შე­მოგ­ვის­წრებ­და, დაგ­ვა­შო­რებ­დნენ და ერ­თმა­ნეთს ვე­ღა­რა­სო­დეს ვნა­ხავ­დით, შემ­დეგ კი ორი­ვეს დაგ­ვი­ჭერ­დნენ.“

4. რობ­სო­ნი ფიქ­რობ­და, რომ მა­კა­ლეი კალ­კინ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა

რო­დე­საც რობ­სო­ნის ოჯა­ხი ავ­სტრა­ლი­ი­დან ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რათა ჯექ­სონ­თან უფრო ახ­ლოს ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ის მიხ­ვდა, რომ ოც­ნე­ბე­ბი დამ­თავ­რდა, რად­გან მისი ად­გი­ლი ფილ­მის „მარ­ტო სახ­ლში“ ვარ­სკვლავ­მა, მა­კა­ლეი კალ­კინ­მა და­ი­კა­ვა. რობ­სო­ნის თქმით, კლიპ­ში Black or White, რო­მე­ლიც 1991 წელს გა­მო­ვი­და, მას უნდა ეცეკ­ვა, თუმ­ცა არ­ჩე­ვა­ნი კალ­კინ­ზე შე­ა­ჩე­რეს.

„ეს ძა­ლი­ან ძნე­ლად გა­და­სა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის. მა­კა­ლე­იც იყო ხოლ­მე მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის დროს იქ, სა­დაც მე, მა­იკლ ჯექ­სონ­თან ერ­თად. თავი ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლად ვიგ­რძე­ნი, მე მა­იკ­ლის მე­გო­ბა­რი და მისი ფა­ვო­რი­ტი აღარ ვი­ყა­ვი.

მა­კა­ლე­ის და მა­იკლს ჰქონ­დათ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მე და ჯექ­სონს გვქო­ნა მა­ნამ­დე – ის კავ­ში­რი, სა­ი­დუმ­ლო ამ­ბე­ბი… ამი­სი ამოც­ნო­ბა ჩემ­თვის ად­ვი­ლი იყო. ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი, ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად გან­ვიც­დი­დი,“ – ამ­ბობს რობ­სო­ნი.

თა­ვად კალ­კინს კი არა­ერ­თხელ გა­ნუ­ცხა­დე­ბია მე­დი­ას­თან, რომ მას მუ­სი­კოს­თან გულ­წრფე­ლი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და.

“ის ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო,” – აცხა­დებს კალ­კი­ნი და დღემ­დე ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბას ინარ­ჩუ­ნებს ჯექ­სო­ნის შვილ­თან, პე­რის­თან, რო­მე­ლიც მისი ნათ­ლუ­ლია.

მა­იკლ ჯექ­სო­ნი და მა­კა­ლეი კალ­კი­ნი

5. ჯე­იმ­სის დე­დის მტკი­ცე­ბით, მა­იკლმა სთხო­ვა, ბიჭი 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან და­ე­ტო­ვე­ბი­ნა

რობ­სო­ნის დედა, ჯოი ფილმში ამ­ბობს, რომ მუ­სი­კოს­მა სთხო­ვა, ავ­სტრა­ლი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის წინ შვი­ლი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, მას­თან და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. რო­დე­საც დე­დის­გან უარი მი­ი­ღო, მა­იკლმა უთხრა, რომ ბავ­შვის კა­რი­ე­რის­თვის უამ­რა­ვი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო.

„ვუ­თხა­რი – ის ჩემი შვი­ლია, 7 წლის და ვერ დავ­ტო­ვებ შენ­თან-მეთ­ქი. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ ჩემი სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი უარი იყო, გან­მი­ცხა­და, რომ ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს იღებ­და, რაც სურ­და“.

ჯექ­სო­ნის რან­ჩო “ნე­ვერ­ლენ­დი”

ჯექ­სო­ნის ძმებ­მა, ტი­ტომ, მარ­ლონ­მა და ჯე­კიმ მუ­სი­კო­სის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბულ ტალ­ღას აბ­სურ­დუ­ლი უწო­დეს. მათ ფილ­მი არ უნა­ხავთ.

„არ მინ­და ნახ­ვა, არა იმი­ტომ, რომ ჩემი ძმა იყო. არ ვნა­ხავ დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს. მე ვიც­ნობ­დი მა­იკლს, მე ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ვარ ძმებს შო­რის, ვიცი, ის რო­გორ ცხოვ­რობ­და. მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, მსოფ­ლიო ერ­თად შე­ეკ­რა, ბავ­შვე­ბი გა­ე­ბედ­ნი­ე­რე­ბი­ნა, ასე­თი ადა­მი­ა­ნი იყო…“ – გა­ნა­ცხა­და 67 წლის ჯე­კიმ.

ჯექ­სო­ნის 45 წლის ძმიშ­ვი­ლი, ტაჯი აცხა­დებს, რომ შე­საძ­ლოა, ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ბავ­შვებ­თან ერ­თად გა­მარ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი უც­ნა­უ­რად აღ­საქ­მე­ლი იყოს, თუმ­ცა ჯექ­სო­ნის­თვის, მისი ოჯა­ხის­თვის და მე­გობ­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბო­და. ტა­ჯის თქმით, მუ­სი­კო­სი ბავ­შვებ­თან ერ­თად უყუ­რებ­და ფილ­მებს, ერ­თო­ბო­და მათ­თან ერ­თად და ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან „უცოდ­ვე­ლი“ და გულ­წრფე­ლი იყო.

პოპ-მუ­სი­კის ლე­გენ­და ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში არა­ერ­თხელ და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. 2005 წელს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, სა­დაც მას 13 წლის ბი­ჭთან, გეივ არ­ვი­ზოს­თან სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, უეიდ რობ­სო­ნი, რო­მე­ლიც ფილმში მუ­სი­კო­სის მიერ მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს, მა­იკლ ჯექ­სო­ნის და­სა­ცა­ვად წარ­დგა.

ჯექ­სო­ნის ბრა­ლი რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბო­და – ბავ­შვთან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი, მისი ინ­ტოქ­სი­კა­ცია, სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მცდე­ლო­ბა, ბავ­შვი­სა და მისი ოჯა­ხის სა­კუ­თარ სახ­ლში და­ტყვე­ვე­ბა და ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა.

გან­ხილ­ვა 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, სა­სა­მარ­თლომ 140 მოწ­მე და­კი­თხა, ჩა­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზე­ბიც და დად­გინ­და, რომ მუ­სი­კო­სი ყვე­ლა ბრალ­დე­ბა­ში უდა­ნა­შა­უ­ლო იყო.

ჯექ­სო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იმა­ვე ბრალ­დე­ბით საქ­მე 1993 წელ­საც აღიძ­რა, ჯონ ჩენდლე­რის მშობ­ლე­ბი მუ­სი­კოსს შვილ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. თუმ­ცა, დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბით, მშობ­ლე­ბი ბავ­შვს აი­ძუ­ლებ­დნენ, ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ მათ მიერ მო­გო­ნი­ლი ის­ტო­რია მო­ე­ყო­ლათ.

მა­იკლ ჯექ­სო­ნი 2009 წელს სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მას სამი შვი­ლი ჰყავს, პრინც მა­იკ­ლი, პე­რი­ზი და ბლენ­კე­ტი.

ambebi.ge