როგორ გააპროტესტა ლიკა ქავჟარაძემ, როცა ენტონი ქვინმა “რუსული სილამაზე” უწოდა და ვინ იტაცებდა ქართველ მსახიობს თეირანში

გაუზიარე მეგობრებს!

ლიკა ქავჟარაძე კი­ნო­ში პირ­ვე­ლად ექ­ვსი წლის ასაკ­ში გა­და­ი­ღეს, მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ფილმში “უსა­ხე­ლო უფ­ლის­ცი­ხე­ლი”, მა­შინ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე კადრში რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოჩ­ნდა სხვა ბავ­შვებ­თან ერ­თად. შემ­დეგ იყო ასე­ვე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბი: “შად­რე­ვა­ნი” და “მშვე­ნი­ე­რი კოს­ტი­უ­მი”. 1972 წელს მი­იწ­ვი­ეს კი­ნოს­ტუ­დია ქარ­თულ ფილმში. სწო­რედ ამ წელს გა­მოჩ­ნდა ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძის ფილმში “როცა აყ­ვავ­და ნუში”, 12 წლის გო­გო­ნას გა­ზა­ფხუ­ლის სიმ­ბო­ლო, ნუ­შის ტოტი მოჰ­ქონ­და ქუ­ჩა­ში, გა­მოჩ­ნდა ამ ეპი­ზოდ­ში და იქცა ფილ­მის ერ­თგვარ სიმ­ბო­ლოდ. წელს პირ­ვე­ლად, ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნას გა­რე­შე აყ­ვავ­და ნუში თბი­ლის­ში…

1976 წელს გა­და­ღე­ბულ თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ფილმში “ნატ­ვრის ხე”, ლი­კამ 16 წლი­სამ ითა­მა­შა. რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებ­და ფილ­მის გა­და­ღე­ბა ურ­თუ­ლე­სი სცე­ნით და­ი­წყეს:ასევე დაგაინტერესებთ

“ფილ­მის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყეთ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სცე­ნით, ჩიტი რომ შე­მოფ­რინ­დე­ბა ოთახ­ში. და­ვი­წყეთ გა­და­ღე­ბა, ჩემი და ზა­ზას სა­ერ­თო სცე­ნა იყო, ვი­თა­მა­შეთ და რო­გორც კი მორ­ჩა გა­და­ღე­ბა მე პირ­ველ რიგ­ში შევ­ხე­დე თენ­გიზ აბუ­ლა­ძეს, იმი­ტომ რომ მი­მაჩ­ნდა რომ თენ­გი­ზი იყო ჩემი შემ­ფა­სე­ბე­ლი პირ­ველ რიგ­ში, შევ­ხე­დე თენ­გიზს და მას თვა­ლებ­ზე ჰქონ­და ცრემ­ლე­ბი, ეს ნიშ­ნავ­და იმას, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­მი­ვი­და..”

ფილ­მის გა­მოს­ვლი­დან ორი თვის შემ­დეგ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე რე­ჟი­სორ­თან ერ­თად თე­ი­რა­ნის VI სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ემ­გზავ­რა. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბამ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. თა­ვად მსა­ხი­ო­ბი ასე იხ­სე­ნებ­და ირან­ში გა­ტა­რე­ბულ დღე­ებს:

“ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით, 16 წლის გო­გოს­თვის იყო სა­ოც­რე­ბა, იმი­ტომ რომ ვგრძნობ­დი, რომ ვარ სა­დღაც ზღა­პარ­ში. ახ­ლაც ვი­გო­ნებ, როცა შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ პა­რიზ­ში ვი­ყა­ვი სამ­ჯერ, იტა­ლი­ა­ში ვარ ნამ­ყო­ფი და კი­დევ სხვა ქვეყ­ნებ­ში, მაგ­რამ ასე­თი გან­ცდა და სი­ლა­მა­ზე მე არ მი­ნა­ხია სა­ერ­თოდ და მას შემ­დეგ აღ­მო­სავ­ლეთ­ზე ვგიჟ­დე­ბი… მოკ­ლედ, შევ­დი­ვარ ფეს­ტი­ვალ­ზე, დარ­ბაზ­ში შე­მო­დის ენ­ტო­ნი ქვი­ნი თა­ვი­სი შე­მარ­თე­ბით, ფრაკ­ში ჩაც­მუ­ლი და მე ვდგა­ვარ, ვუ­ყუ­რებ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით. ვი­ღაც რუს­მა მი­თხრა – მიდი და მას­თან ერ­თად ფო­ტოს გა­და­გი­ღე­ბო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამ კაც­მა გა­შა­ლა ხე­ლე­ბი და მე­უბ­ნე­ბა – “მოდი, ჩემო რუ­სუ­ლო სი­ლა­მა­ზევ!” მე მა­შინ­ვე სახე შე­მეც­ვა­ლა, ის დარ­ჩა გა­ღი­მე­ბუ­ლი. მე სახე და­მეჭყა­ნა, რუსი რომ მი­წო­და, ისე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, არ მე­ტყო­ბა რომ ქარ­თვე­ლი ვარ და არა რუსი?!

…მახ­სოვს, ფეს­ტი­ვა­ლის ბოლო დღეს არ მე­ძი­ნე­ბა, არის ღა­მის ოთხი სა­ა­თი, ვწე­ვარ, წიგნს ვკი­თხუ­ლობ და მეს­მის რომ ვი­ღაც აღებს კა­რებს, ცდი­ლობს ოთახ­ში შე­მოს­ვლას. ისე შე­მე­შინ­და, ავ­ტე­ხე სა­ში­ნე­ლი ყვი­რი­ლი. მე­ო­რე დღეს ვე­უბ­ნე­ბი აბუ­ლა­ძეს, ბა­ტო­ნო თენ­გიზ ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, ის ღამე არ მე­ძი­ნა, ვფიქ­რობ­დი ვინ­მემ არ შე­მო­ან­გრი­ოს ან არ გა­ა­ღოს კა­რე­ბი-თქო. ჩა­მოვ­დი­ვარ თბი­ლის­ში და თენ­გი­ზი მე­უბ­ნე­ბა, შენ იცი რომ იქ შენი მო­ტა­ცე­ბა უნ­დო­და­თო? მერე აქ ვი­ღა­ცამ ისიც მი­თხრა, რომ შა­ჰის შვილს, რო­მე­ლიც იყო თექ­ვსმე­ტი წლის, ჩემი მო­ტა­ცე­ბა უნ­დო­და. არ ვიცი, ეს მი­ა­მა­ტეს ამ ამ­ბავს თუ არა, მაგ­რამ მშვი­დო­ბით დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში…” – იხ­სე­ნებ­და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე.

მრა­ვალ სხვა ჯილ­დოს­თან ერ­თად, ერთ-ერთი რო­მე­ლიც “ნატ­ვრის ხემ” და­იმ­სა­ხუ­რა, იყო “ოქ­როს ჯიხ­ვი” 1977 წლის თე­ი­რა­ნის VI სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე – ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის.

მო­ამ­ზა­და ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა