როგორ ვითარდება ჩენინგ ტატუმისა და ჯესი ჯეის ურთიერთობა?

გაუზიარე მეგობრებს!

გასული წლის ოქტომბერში პაპარტაცებმა მსახიობ ჩენინგ ტატუმისა და მომღერალ ჯესი ჯეის ფარული რომანი გამოააშკარავეს. წყვილი ცდილობს ჟურნალისტებს თვალში არ მოხვდეს, მაგრამ 14 მარტს ლონდონში ისინი მაინც დააფიქსირეს. ჩენინგი და ჯესი არ მალავენ, რომ მათი ურთიერთობა პოზიტიურად ვიტარდება, იმაზე უკეთესადაც კი, ვიდრე მოელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილში ჩენინგი მეუღლეს, ჯენა დევანს, დაშორდა. ისინი 9 წელი იყვნენ ერთად. მიზეზად კარიერა დასახელდა. ტატუმის ახლო მეგობარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯენა დევანს შურდა ქმრის და მუდმივად სკანდალებს უწყობდა.