Playboy-ის წყევლა: 5 გაშიშვლებული ვარსკვლავი, რომელიც იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სი რთუ­ლი და დამ­ღლე­ლი საქ­მეა: გა­მუდ­მე­ბით ფორ­მა­ში ყოფ­ნას ითხოვს, ფი­ზი­კუ­რად თუ მო­რა­ლუ­რად, ცხოვ­რე­ბის გი­ჟუ­რი ტემ­პია, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი კას­ტინ­გე­ბი, კონ­კუ­რენ­ცია, უსა­მარ­თლო­ბა… ამ ბრძო­ლას მხო­ლოდ უძ­ლი­ე­რე­სე­ბი უძ­ლე­ბენ. ყო­ველ­წლი­უ­რად ათო­ბით ცნო­ბი­ლი ლა­მაზ­მა­ნი ეთხო­ვე­ბა სი­ცო­ცხლეს ანო­რექ­სი­ით, თვით­მკვლე­ლო­ბი­სა თუ ნარ­კო­ტი­კე­ბის დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბით. ამ მხრივ ცალ­კე თე­მაა ე.წ. “პლე­ი­ბო­ის” წყევ­ლა. არ­სე­ბობს იმ გო­გო­ნე­ბის ვრცე­ლი სია, რომ­ლებ­მაც პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ცე­მის­თვის გა­და­ი­ღეს ფო­ტო­ე­ბი და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვალ­ნენ…

მე­რი­ლი­ნის იდუ­მა­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა

ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი მო­დე­ლე­ბის სია მე­რი­ლინ მონ­რომ გახ­სნა, რო­მე­ლიც 1953 წლის დე­კემ­ბერ­ში ჟურ­ნა­ლის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბის გა­რე­კან­ზე გა­მოჩ­ნდა. მომ­ღე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი და XX სა­უ­კუ­ნის სექსსიმ­ბო­ლო 1962 წლის 5 აგ­ვის­ტოს 36 წლის ასაკ­ში იდუ­მალ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზე­ბი ვერ­სი­ებს შო­რის, თვით­მკვლე­ლო­ბის გარ­და, მკვლე­ლო­ბაც მუ­შავ­დე­ბო­და. რა იყო მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი მი­ზე­ზი, დღემ­დე არ არის ზუს­ტად ცნო­ბი­ლი.

ჯეინ მენსფილ­დის ტრა­გე­დია

1950-ია­ნე­ბის კი­დევ ერთი სექსსიმ­ბო­ლო, რო­მელ­მაც არა­ერ­თხელ და­ამ­შვე­ნა “პლე­ი­ბო­ის” გვერ­დე­ბი, მსა­ხი­ო­ბი ჯეინ მენსფილ­დი იყო, რო­მელ­მაც 1955 წელს სა­ხე­ლო­ვა­ნი გა­მო­ცე­მის­გან “მის თე­ბერ­ვლის” ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო. 13-წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯე­ინ­მა 30-ზე მეტ ფილმში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იგი თა­ვის მე­გო­ბარ­თან ერ­თად ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა 1967 წლის 29 ივ­ნისს, თა­ნაც სა­ზა­რე­ლი სიკ­ვდი­ლით – ავა­რი­ის დროს თავი წა­ე­ცა­ლა. მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძლებ­ზე მსა­ხი­ო­ბის სამი შვი­ლი იჯდა, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­მი­ვე გა­დარ­ჩა.

ავტო და ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფე­ბი

ასე­ვე ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა 1966 წელს 28 წლის ამე­რი­კე­ლი მო­დე­ლი, “მის მარ­ტი” ტო­ნია კრუ­სი. იგი­ვე ბედი ეწია 22 წლის მსა­ხი­ობ კე­როლ ლუ­ისს 1971 წლის 6 ნო­ემ­ბერს. 1977 წელს კი ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას ემსხვერ­პლა ფო­ტო­მო­დე­ლი, მსა­ხი­ო­ბი და პრო­დი­უ­სე­რი, ასე­ვე “მის ივ­ნი­სი 1955” ივ მე­ი­ე­რი. 48 წლის ბიზ­ნეს­ლე­დი ტე­ნე­რი­ფეს აე­რო­პორ­ტი­დან უნდა გაფ­რე­ნი­ლი­ყო ერთ-ერთი ბო­ინ­გით, რო­მე­ლიც პირ­და­პირ საფ­რენ ბი­ლიკ­ზე აფეთ­ქდა.

“პლე­ი­ბო­ის” კი­დევ ერთი ვარ­სკვლა­ვი – ამე­რი­კე­ლი მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი კლა­უ­დია ჯე­ნინგსი ემსხვერ­პლა ავ­ტო­ა­ვა­რი­ას 1979 წელს – მა­შინ ის 29 წლის იყო. ავა­რი­ის დროს იგი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

კონ­კუ­რენ­ცია

არა­ნაკ­ლებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი “პლე­ი­ბო­ის” მო­დე­ლებს შო­რის თვით­მკვლე­ლო­ბაა. სწო­რედ ასე და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე 48 წლის ასაკ­ში შე­რილ კა­ბერ­ტმა. “მის თე­ბერ­ვა­ლი 1958”-მა ვე­ღარ აი­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბის კლე­ბა და თავი მო­იკ­ლა. თუმ­ცა, ხში­რად გო­გო­ნე­ბი დატ­ვირ­თვა­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ უძ­ლებ­დნენ და ამის გამო იკ­ლავ­დნენ თავს. ასე გა­მო­ე­თხო­ვა სი­ცო­ცხლეს 23 წლის სიუ უი­ლი­ამ­სი (ჰა­მილ­ტო­ნი) 1969 წელს. იგი “პლე­ი­ბო­ის” “მის აპ­რი­ლი 1965” გახ­ლდათ.

ისევ თვით­მკვლე­ლო­ბე­ბი…

23 წლის უილი რეიმ და 30 წლის მო­დელ­მა პეიჯ იან­გმაც სწო­რედ თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლეს სი­ცო­ცხლე. პე­ი­ჯ­მა 1974 წელს სა­ძი­ლე პრე­პა­რა­ტე­ბის დიდი დოზა მი­ი­ღო და გარ­და­იც­ვა­ლა.

2008 წლის 29 ივ­ლისს ია­რა­ღით მო­იკ­ლა თავი ამე­რი­კელ­მა მო­დელ­მა, 53 წლის დები ბუსტრომ­მა. სამ თვე­ში მო­ის­წრა­ფა სი­ცო­ცხლე 35 წლის ტი­ფა­ნი სლო­ან­მა, რო­მე­ლიც ფო­ტო­მო­დე­ლი,მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და ტან­მო­ვარ­ჯი­შე იმავდრო­უ­ლად “პლე­ი­ბო­ის” “მის ოქ­ტომ­ბე­რი 1992” იყო.