ჰგვანან თუ არა შვილები ულამაზეს მონიკა ბელუჩის

გაუზიარე მეგობრებს!

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ულამაზეს ქალებს ან მამაკაცებს არც ისე ლამაზი შვილები ჰყავთ. მონიკა ალბათ ერთ-ერთია, ვინც ამ ხშირ შემთხვევებში არ შედის. ყოველ შემთხვევაში, იმ არც ისე ბევრი ფოტოდან, რაც არსებობს, მის ქალიშვილებს აქვთ პოტენციალი, ძალიან ლამაზი ქალები დადგნენ. მიუხედავად იმისა, რომ მონიკას არ უყვარს შვილების საჯაროდ გამოჩენა და არც ოფიციალურ ფოტოსესიებში მონაწილეობს ხოლმე მათთან ერთად, პაპარაცები მაინც ახერხებენ ხანდახან დევასა და ლეონის გადაღებას. 

mshoblebi

15 წლის დევა

“მე კარგი დედა ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კარგი ქალი და დიასახლისი ვარ… არასოდეს მიფიქრია და მიოცნებია დედობაზე. პირიქით, სულ არ მინდოდა შვილების გაჩენა, არ ვიყავი მზად დედობისთვის. ამის გამო იყო, რომ პირველი ქალიშვილი 40 წლის ასაკში შემეძინა, მეორე – 46 წლის ასაკში. ახლა ვხვდები, რა საყვარელია შვილი. დღეს უკვე აღარ მაინტერესებს პრემიერები, წითელი ხალიჩები. მხოლოდ ჩემს შვილებთან ყოფნა მინდა. ძალიან გამიმართლა. ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ქალია, ვინც მზადაა მთელი უდაბნო მუხლის ჩოქით იაროს, ოღონდ კი შვილს ეღირსოს. ხომ
შეიძლებოდა ეს პრობლემა მეც მქონოდა”, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ულამაზესი მონიკა ბელუჩი. 

mshoblebi

მონიკა და დევა თითქმის ერთსა და იმავე ასაკში


mshoblebi

მონიკა და დევა
mshoblebi

mshoblebi


mshoblebi

მონიკა ქალიშვილებთან ერთად