რა ანაზღაურებას იღებენ „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობები თითო სერიაში?

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

თუ ქართულ და უცხოურ რეალობას შევადარებთ, როცა საკითხი მსახიობთა ანაზღაურებაზე მიდგება, რთული ასარჩევია – ვიტიროთ თუ ვიცინოთ, განსაკუთრებით ,,სამეფო კარის თამაშების” ფონზე. გაინტერესებთ რა ანაზღაურება აქვთ სერიალის მთავარი პერსონაჟებს?

კიტ ჰარინგტონი GOT-ის მე-8 სეზონის თითო სერიაში 500 000 $ -ს აიღებს. სერიალში თამაშის განმავლობაში მას 12 000 000 $ ქვს აღებული.

ლენა ჰედის, კიტის მსგავსად, სერიაში 500 000$-ს ურიცხავენ. ჰედის სხვა სერიებში თამაშისთვის ჯამში 9 000 0000 $ აქვს აღებული.

პიტერ დინკლეიჯიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი, მისი შემოსავალი თოთოეულ სერიაში 500 0000 $-ია. სერიალში გამოჩენის დღიდან მას 16 000 000 $ ჩაერიცხა.

ემილია კლარკიც 500 000$-ს დოლარს აიღებს. გასული სეზონებისთვის კი 13 000 000 დოლარი ჩაერიცხა .

მეორე ლანისტერს ხომ არ დაჩაგრავდნენ? ისიც 500 0000$-ს იღებ. ჯამში უკვე გადაერიცხა 16 000 0000$. დიახ, არ გეშლებათ, ძმებმა ,,ლანისტერებმა” მეტი თანხა აიღეს, ვიდრე ჯონ სნოუმ და ტახტისთვის მებრძოლმა კჰალისიმ.