რომელი ფილმის გმირი შეგეფერებათ საყვარლად, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

ცხოვრებაში ერთადერთხელ მაინც, ყველას გვიფიქრია, რომელ კინოგმირთან გვექნებოდა დაუვიწყარი რომანი, ან რომელთან ერთად მოვისურვებდით დაბერებას. გთავაზობთ პასუხს შეკითხვაზე “რომელი ფილმის გმირი შეგეფერებათ საყვარლად, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?“ 

თხის რქა – ალექს უაილერი, “სახლი ტბის პირას”

სევდიანი რაინდი, რომელსაც მზრუნველობა და მოფრთხილება სჭირდება. ამასთან, თავის გართმევა მხოლოდ თხის რქას შეუძლია, რომლის მოთმინება უფრო დიდია, ვიდრე ამ სამყაროში ადამიანური სისულელეა. გამოცანად რჩება, თუ რაში სჭირდება ძლიერ და თავდაჯერებულ ქალს ეს უხელო ჩემოდანი, მაგრამ ვფიქრობთ, მისით კატას ანაცვლებს.

Astrologia

მერწყული – ვილ ტერნერი, “კარიბის ზღვის მეკობრეები”
ახალგაზრდა მერწყულ ქალბატონს შეუძლია დღეში 5 კგ დაიკლოს, მხოლოდ იმიტომ, რომ დაავიწყდა კერძის მომზადება. ამიტომ მას სჭირდება მამაკაცი, რომელიც დილაობით მიართმევს ყავას, საღამოობით კატლეტებს, ხელფასს კი თვეში ორჯერ გადაუხდის. მაგრამ, თუ მზრუნველი დედის როლს მოირგებს, მაშინ მერწყული გადაწყვეტს, რომ შიმშილი ურჩევნია.

Astrologia

თევზები – ედვარდ ლუისი, “ლამაზმანი
კლასიკური ჟანრი: ლამაზი, წარმატებული, მდიდარი, მზრუნველი და რომანტიკული. ასეთები იშვიათად ან მხოლოდ მელოდრამებში გვხვდება, მაგრამ თევზებს მათი დაჭერის გასაოცარი უნარი აქვთ.

Astrologia

ვერძი – ჯეკ დოულსონი, “ტიტანიკი
ვერძს სჭირდება პარტნიორი, რომელიც თავს არ მოაბეზრებს. გაძლევენ – აიღე, გცემენ – გაიქეცი.

Astrologia

კურო – ჯონი, “9,5 კვირაეტალონური მამრი! “მიყვარს გართობა, განსაკუთრებით, – ჭამა”. და თუ საკვებს კუროს მშვენიერი სხეულით აწვდიან, ის, როგორც პიონერი, მუდამ მზადაა! კუროს კი სწორედ ეს სჭირდება.

Astrologia

ტყუპი – ზორო, “ზოროს ნიღაბიამოუცნობი მამაკაცი შინაგანი დრამით. არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ არაფერია, სუსტი ეგოს გარდა.

Astrologia

კირჩხიბი – უილიამ უოლესი, “მამაცი გული
სინამდვილეში ფანჯარასთან პარტნიორის ლოდინი კირჩხიბისთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე პათოსურ გმირთან საქმის დაჭერა. პათოსი კირჩიხიბს საკუთარიც ჰყოფნის.

Astrologia

ლომი – ჯეიმს ბონდი
ლომს ყოველთვის ყველაზე გმირული გმირი სჭირდება. სასურველია, მისი ჰორიზონტზე გამოჩენისთანავე ქალები შიშვლდებოდნენ. მაშინ ქალი ლომი კმაყოფილი იქნება.

Astrologia

განაგრძეთ კითხვა marao.ge – ზე.