ცნობილი ჰოლანდიელი სცენარისტი საქართველოში ორ ფილმზე იმუშავებს

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

ჰო­ლან­დი­ე­ლი სცე­ნა­რის­ტი რუ­ლოვ იან მი­ნე­ბო სა­ქარ­თვე­ლოს სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ეს­ტუმ­რა. კი­ნო­კომ­პა­ნია „ვა­გო­ნეტ­თან“ ერ­თად სცე­ნა­რის­ტი ორ ფილმზე მუ­შა­ობს – „მთვა­რე მა­მაა ჩემი“ და „მშვე­ნი­ე­რი ელე­ნე“.

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი სცე­ნა­რის­ტი უკვე თა­ნამ­შრომ­ლობ­და კომ­პა­ნია “wagonnet”-ის ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან, რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­თან ფილ­მებ­ზე – „სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი“ და „ხი­ბუ­ლა“.

“კომ­პა­ნია “ვა­გო­ნე­ტი” ახა­ლი პრო­დაქ­შენ სტუ­დი­აა, რო­მელ­საც აქვს გან­ვი­თა­რებს ძა­ლი­ან დიდი პერ­სპექ­ტი­ვა და მე მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ორ პრო­ექ­ტზე ვთა­ნამ­შრომ­ლობ მათ­თან. მე და გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი ამ ახა­ლი ფილ­მე­ბის სცე­ნარ­ზე ერ­თად ვმუ­შა­ობთ”, – ამ­ბობს სცე­ნა­რის­ტი.

პრო­ფე­სი­ით ის­ტო­რი­კო­სი მი­ნე­ბო სა­ქარ­თვე­ლოს უნი­კა­ლუ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს და ხაზს უს­ვამს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბას:

“რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონს, ეს არის მდი­და­რი კულ­ტუ­რა. მე ძა­ლი­ან ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი აქვთ. მე­ო­რე, ეს არის ქარ­თვე­ლე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა და მე­სა­მე – ტემ­პი, რო­მე­ლიც მე მა­ო­ცებს და მხიბ­ლავს” – აღ­ნიშ­ნა სცე­ნა­რის­ტმა სა­უბ­რი­სას.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში რუ­ლოვ იან მი­ნე­ბო ტე­ლე­კომ­პა­ნია “პა­ლიტ­რა­ნი­უსს” ეს­ტუმ­რა და თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რა ქარ­თველ კო­ლე­გებს:

“მე მოვ­ხვდი ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ, კრე­ა­ტი­ულ და ამ­ბი­ცი­ურ კომ­პა­ნი­ა­ში. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ იმ სურ­ვი­ლე­ბით და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, რაც ვნა­ხე. აქ ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რი და ამას­თან, პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მოა და მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თქვენ ძა­ლი­ან დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წევთ!” – აღ­ნიშ­ნა ჰო­ლან­დი­ელ­მა სცე­ნა­რის­ტმა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” თა­ნამ­შრომ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

რუ­ლოვ იან მი­ნე­ბო ამ­სტერ­და­მის თე­ატ­რა­ლუ­რი ჯგუ­ფის SLAPELOZEN თავ­მჯდო­მა­რეა, ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობს სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლას – De Trap. მის ფილ­მოგ­რა­ფი­ა­შია ისე­თი ფილ­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ხი­ბუ­ლა (სა­ქარ­თვე­ლო); “ყვა­ვე­ბი პუ­რის ყა­ნა­ში” (ჰო­ლან­დია); სკო­პი­ეს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა (მა­კე­დო­ნია); სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი (სა­ქარ­თვე­ლო), რო­მე­ლიც კარ­ლო­ვი ვა­რის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის გრან-პრის მფლო­ბე­ლი გახ­და. კი­დევ ერთი ფილ­მი მისი ფილ­მოგ­რა­ფი­ი­დან – The Owners/მფლო­ბე­ლე­ბი კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე იყო.

წყარო Ambebi.ge