რა ასაკის არიან GOT-ის პერსონაჟები?

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

თუ ჯორჯ რ.რ. მარტინის წიგნი არ წაგიკითხავთ, ერთხელ მაინც იფიქრებდით, ნეტავ, GOT-ის პერსონაჟები რა ასაკის არიანო… ხოლო, თუ ციკლს უკვე გაეცანით, შენიშნავდით განსხვავებას ავტორის მიერ შექმნილ პერსონაჟებსა და სერიალის გმირებს შორის.

ბრან სტარკი (განასახიერებს აიზეკ ფემპსტედ – რაიტი)

არცერთი პერსონაჟი შეცვლილა ისე, როგორც ბრან სტარკი. წიგნის დასაწყისში ის 7 წლისაა, შუაში – 12-ის, ბოლოს კი 19-ის.

სანსა სტარკი (სოფი ტერნერის შესრულებით)

წიგნის დასაწყისში სანსა 11 წლისაა (თუმცა სერიალში ასაკი შეუცვალეს, ორი წლით ,,გაზარდეს“). ნაწარმოების შუა ნაწილში ის 15 წლის ხდება, ბოლოს კი 23 წლისაა.

ჯონ სნოუ (როლი მოირგო კიტ ჰარინგტონმა )

წიგნის დასაწყისში ჯონი 14 წლისაა, თუმცა ფილმის რეჟისორმა გადაწყვიტა 17 წლის სნოუ გაეცნო მაყურებლისთვის. რომანის (ისევე როგორც სერიალის) ბოლოს ჯონი 32 წლისაა.

არია სტარკი (მეისი უილიამსის შესრულებით)

არია წიგნის დასაწყისში სულ რაღაც 9 წლის არის, მაგრამ სერიალში წარმოაჩინეს, როგორც 11 წლის გოგონა. დღეს მსახიობი მეისი უილიამსი 21 წლისაა, ხოლო მაშინ, როდესაც პირველად გამოჩნდა ,,სამეფო კარის თამაშების”გადაღებებზე, 13 წლის იყო.

დეინერის ტარგარიენი (ემილია კლარკის შესრულებით)

წიგნის დასაწყისში დეინერისი 13 წლისაა, მაგრამ სერიალში – 16-ის. ემილია კლარკი, რომელმაც დრაკონების დედის როლი მოირგო, 26 წლის იყო, როცა ეკრანზე გამოჩნდა, ახლა კი 32-ისაა.

წყარო www.vogue.com