ლედი გაგასა და კრისტიან კარინოს დაშორების რეალური მიზეზი ცნობილია

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში მითქმა-მოთქმა ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ, მინელდა, საზოგადოებას მაინც დარჩა კითხვები, რომელთა პასუხებსაც ნელ-ნელა დღის შუქიც ეღირსა.
სწორედ მაშინ, როცა საზოგადოება გაგასა და ბრედლის შორის დატრიალებულ ქიმიაზე საუბრობდა, მომღერალი საქმროს – კრისტიან კარინოს დაშორდა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები იმის შესახებ, რომ ამ ყველაფრის მიზეზი კუპერი იყო.

როგორც მომღერალთან დაახლოებული პირი Cosmopolitan-თან ინტერვიუში აღნიშნავს, წყვილის დაშორების მიზეზი აზრთა სხვადასხვაობა გახდა.



კარინო მუდმივად უშლიდა მომღერალს საკუთარი კრეატიული პროცესების წარმართვაში, მსგავსი რამ კი ხელოვანი ადამიანისთვის რთული გადასატანი აღმოჩნდა.



შესაბამისად, უცნაური არ არის რომ გაგა დაშორდა მამაკაცს, რომელზეც ჯერ კიდევ თებერვლის თვეში დაინიშნა და თანაც, ამ შემთხვევაში ბრედლი კუპერიც არ აღმოჩნდა არავითარ კავშირში განვითარებულ მოვლენებთან.

წყარო: okmagazine.ge