კინოგიდი: დალი ჩიტალაძის ტოპ 5 საყვარელი ფილმი

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

„მარაოს” რუბრიკის, „კინოგიდის“ სტუმარი მუდამ მოდური, გემოვნებიანი და დახვეწილი ქალბატონი – დალი ჩიტალაძეა, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია თავისი გამორჩეული სილამაზითა და გემოვნებიანი ლუქებით. 

დიახ, ეს არის ქალი, რომელიც მუდამ ულევი ენერგიითა და ოპტიმიზმით ავსებს არა მარტო ახლობლებს და მეგობრებს, არამედ მისთვის სრულიად უცხო ადამიანებსაც კი. მისი დადებითი ენერგეტიკა იმდენად გადამდებია, რომ მთელი დღით მიჰყვებათ ადამიანებს ის მუხტი, რასაც „კარგი აურა“ ჰქვია. 

მშვენიერი ქალბატონის ტოპ 5 საყვარელი ფილმი ასე გამოიყურება:

სამეფო კარის თამაშები /GOT

ჯ. რ. მარტინის ფენტეზი საგის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ადაპტაცია – სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით – ყინულის კედლის მიღმა, მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება…

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა/One Flew Over the Cuckoo’s Nest

მილოშ ფორმანის საკულტო ფილმი, არანაკლებ ლეგენდარული მსახიობის, ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით 1975 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე 3 000 000$ მოიპოვა.  სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში დაუმორჩილებელი პატრიკ მაკმერფი მის მეგობარ პაციენტებს მთავარი მედდის – მილდრედ რეტჩიდის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ აამხედრებს…

Image result for one flew over cuckoo's nest

გლადიატორი/Gladiator

ბრძოლას ძალაუფლებისათვის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ვაჟსა და ძლევამოსილ რომაელ გენერალს, მაქსიმუსს შორის ამ უკანასკნელის მეუღლე და ვაჟიშვილი შეეწირნენ. მაქსიმუსი იძულებულია, ქვეყანა დატოვოს, მაგრამ გლადიატორად ქცეული, იგი უკან ბრუნდება შურისძიების მიზნით…

კითხვა განაგრძეთ marao.ge-ზე.