კინოგიდი: ქეთი წიქვაძის ტოპ 5 საყვარელი ფილმი

იპოვე ფილმი

გაუზიარე მეგობრებს!

რუბრიკა, „კინოგიდის“ სტუმარი ახალგაზრდა მსახიობი ქეთი წიქვაძეა, რომელიც ქართული გახმაურებული ტელესერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის – ლეკას როლს ასრულებს.

Image may contain: 1 person, smiling, standing, stripes and outdoor

როგორც ქეთიმ „მარაო“-სთან საუბარში განაცხადა, დროის სიმცირიდან გამომდინარე ფილმების ყურებას არც თუ ისე ხშირად ახერხებს:

„ფილმების ყურებას ხშირად ვერ ვახერხებ,რაც ვფიქრობ არ შეეფერება არც ჩემს ოჯახისშვილობას და არც ჩემს ამჟამინდელ პროფესიას, მაგრამ სამწუხაროდ ასე ხდება“.

ქეთი საკმაოდ მზრუნველი და მოსიყვარულე დედაა, შესაბამისად თავისუფალს დროს შვილებს უთმობს. 

Image may contain: Keti Tsikvadze, smiling, sitting and outdoor

თუმცა არის დღეები, როდესაც მსახიობი თავს ტელესერიალებით ირთობს. 

„მარაო“-ს მკითხველისთვის კი ქეთის ტოპ 5 ფავორიტი ფილმი/სერიალი ასე გამოიყურება:

ლამაზმანი/Pretty Woman

სახალისო რომანტიკულ კომედიაში, მილიონერი ბიზნესმენი, ედვარდ ლუისი ჰოლივუდელ მეძავს, ვივიან უარდს ბიზნეს -კონტრაქტს დაუდებს და ამ საქმიან გარიგებაში თავსაც დაკარგავს. მას შემდეგ, რაც ედვარდი ვივიანს ერთი კვირით დაიქირავებს და კონკიას როლს შესთავაზებს, ვივიანი მაგნატს თავის მხრივ პრაგმატულ მსოფლმხედველობას უმსუბუქებს. შეძლებენ თუ არა, ღარიბი მეძავი და მდიდარი საქმოსანი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას?

Image result for Pretty Woman

ახალგაზრდა პაპი/The young pope

ლენი ბელარდოს ისტორია, რომელიც რომის პაპად აირჩიეს. ლენი რთული ადამიანია, რომელიც ექსცენტრიულად იქცევა, ხანდახან საშიშადაც კი და მისი ქმედებების წინასწარ განსაზღვრა საკმაოდ რთულია. კარდინალები კი ინტრიგებს თხზავენ მის გარშემო.

Related image

სამეფო კარის თამაშები /GOT

ჯ. რ. მარტინის ფენტეზი საგის, „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ ადაპტაცია – სატახტო გვარების სისხლიანი ბრძოლა ვესტეროსისა და მისი რკინის ტახტის მოსაპოვებლად. სანამ დიდებული გვარები სატახტო თამაშებში არიან ჩართულნი, ჩრდილოეთით – ყინულის კედლის მიღმა, მაგიური არმია იღვიძებს და ყველაფერს განადგურებით ემუქრება…

Image result for GOT

გაგრძელება წაიკითხეთ Marao.ge-ზე.