რატომ უნდა ვნახოთ ფილმი „გრეტა?“

საინტერესო

გაუზიარე მეგობრებს!

„გრეტა“ 2019 წლის თრილერია, რომელიც ნილ ჯორდანმა გადაიღო. მთავარ როლებში ქლოე მორეცი და იზაბელ იუპერი არიან. გაინტერსებთ, რატომ უნდა უყუროთ ამ ფილმს? გთავაზობთ 3 მიზეზს:

  1. სტერეოტიპის მსხვრევა, ანუ მშვიდობით სქესობრივი ნიშნის სტიგმავ!

მოდი, ვაღიაროთ, როცა თრილერებზე მიდგება ჯერი, ყოველთვის კაცები ირგებენ ცუდი ტიპების როლს: ისინი არიან სერიული მკვლელებიც, გამტაცებლებიც, ნარკოდილერებიც, ფსიქიკურად შეშლილებიც, კანიბალებიც… „გრეტას“ რეჟისორმა, ნილ ჯორდანმა გადაწყვიტა სტერეოტიპი დაემსხვრია და ეჩვენებინა, რომ შესაძლებელია ქალმაც ჩაგაგდოს საფრთხეში… სავსებით რალურია, რომ ნაზი და სევდიანი ლედის მიღმა ავადმყოფი იმალებოდეს, რომელიც ქალაქში დაძრწის და უწყინარი ხერხით ნადირობს პოტენციურ მსხვერპლებზე.

2. იზაბელ იუპერი არაჩვეულებრივი მსახიობია

ის ფრანგი მაყურებლისთვის უფროა ცნობილი, ვიდრე ამერიკელი ან ქართველი საზოგადოებისთვის. 30 წლის განმავლობაში იზაბელმა გულშემატკივრებს არაერთი საინტერესო და ოსტატურად შესრულებული როლი შესთავაზა. იხილეთ ფილმები: ცერემონია, ქალის ამბავი, ვიოლეტა ნოზიერი, ის ქალი, თეთრი მასალა და ა.შ. ,,გრეტაში“ მას მოუწია მარტოსული ქალის განსახიერება, რომელიც ფრანგულად საუბრობს. თავი ფორტეპიანოს მასწავლებლად მოაქვს, მაგრამ სინამდვილეში მედდაა.

3. ინოინდუსტრიის ნაბიჯ-ნაბიჯ

დღეს მსოფლიოში აღარ აინტერესებთ მხოლოდ კომედიები ან სასიყვარულო ფილმები, მაყურებლებს მძაფრი შეგრძნებები და ადამიანების ყველაზე ბნელი მხარეების დანახვა სურთ. სწორედ ასეთი ფილმია ,,გრეტა”, გაიძულებს გაანცობიერო, როგორ სამყაროში ცხოვრობ და როგორები არიან ადამიანები გულის სიღრმეში: ეგოისტები, ყველაფერზე წამსვლელები, საშიშები, უბედურები და ძალიან მარტოსულები.