სპოილერი! 377,924 ადამიანი „სამეფო კარის თამაშების“ მე-8 სეზონის თავიდან გადაღებას ითხოვს

სიახლეები

გაუზიარე მეგობრებს!

„სამეფო კარის თამაშების“ ბოლო ორ ეპიზოდს გულშემატკივრებისგან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მე-5 სერიამ ფანები და ჰეითერები გააერთიანა. ისინი მოითხოვენ სერიალის მერვე სეზონი თავიდან გადაიღონ, ამ მიზნის მისაღწევად ხელმოწერებს აგროვებენ. პეტიციას
უკვე 377,924 მხარდამჭერი გამოუჩნდა. როგორც ჩანს, საზოგადოებამ განიცადა დეინერისის გაგიჟება, ჯონის გულგრილობა, სანსას გატეხილი ფიცი, უანაშაულო მოსახლეობის დაწვა, დედაქალაქის დანგრევა, ბეილიშის სიკვდილი, ტირიონის ღალატი და ა.შ. აშკარაა, რომ მაყურებელი სიუჟეტის სხვაგვარ განვითარებას ელოდა. HBO-ს ოფიციალურ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. სერიალის ფინალური, მე-6 ეპიზოდი კვირას, 19 მაისს გამოვა.

შეგახსენებთ, რომ GOT ეკრანებზე 2011 წელს გამოჩნდა. მისი IMDB-ი 9,5-ია. შედგება 8 სეზონისგან და თითო სერია საშუალოდ 1 საათიანია.